“სომხეთში 102-ე რუსული ბაზის ყოფნა რესპუბლიკის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტიაა” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთში 102-ე რუსული ბაზის და რუსი მესაზღვრეების არსებობა რესპუბლიკის სუვერენიტეტის ერთადერთი რეალური გარანტიაა.

ასე გამოეხმაურა უწყება მოხსენებას სახელწოდებით „ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება: მეტი ევროპა სომხეთში, მეტი სომხეთი ევროპაში“.

მათი თქმით, „უსაფრთხოების წინადადებები სრულიად ეწინააღმდეგება საღ აზრს“.

“102-ე ბაზის და რუსი მესაზღვრეების ყოფნა არის სომხეთის სუვერენიტეტის ერთადერთი რეალური გარანტია. ის ფაქტი, რომ მათი გაყვანა გარკვეულწილად გააძლიერებს რესპუბლიკის სამხედრო პოტენციალს – საშიში დემაგოგიაა”, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, დასავლეთი, რომელიც “გვაიძულებს დღეს არსებული უსაფრთხოების სისტემის გადახედვას, სანაცვლოდ კონკრეტულს არაფერს გვთავაზობს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები