მედია: ტაჯიკეთში “კროკუსზე” თავდასხმის საქმეზე 9 პირი დააკავეს

დუშანბეს გარეუბანში, “კროკუს სითი ჰოლზე” თავდამსხმელებთან კავშირში ეჭვის საფუძველზე, ტაჯიკეთის 9 მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ რუსულ მედიას ტაჯიკეთის სპეცსამსახურებში წყარომ უთხრა.

დაკავებულები, ასევე, ეჭვმიტანილები არიან “ისლამურ სახელმწიფოსთან” კონტაქტში.

წყაროს თქმით, საგამოძიებო ღონისძიებების გატარების დროს ტაჯიკეთის სპეცსამსახურები რუსეთის უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობენ, რომლებიც დუშანბეში ყოფნისას დაკავებებში მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები