უკრაინამ 121 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინაში სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა გამოაცხადა, რომ 121 დაღუპული სამხედროს ცხედრის დაბრუნება შეძლო.

კერძოდ, 12 ცხედარი იმ სამხედროებს ეკუთვნის, რომლებიც ლუგანსკის მიმართულებით იბრძოდნენ; 107 – დონეცკის მიმართულებით და ორი – ​​ზაპოროჟიედან.

უწყებაში განმარტეს, რომ სამხედროების ნეშტი სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო ექსპერტებს გადაეცემათ, რომლებიც იდენტიფიცირებაზე იმუშავებენ.

რუსეთს ცხედრების გაცვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

15 მარტს უკრაინამ გამოაცხადა, რომ 100 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, რუსეთმა – 69.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები