უკრაინის ტერიტორიის რა ფართობი დაიპყრო ოკუპანტმა 2023 წლის ოქტომბრიდან – ISW-ის ანგარიში

რუსულმა არმიამ 2023 წლის ოქტომბერში შეტევითი ოპერაციების დაწყების შემდეგ უკრაინის ტერიტორიის 505 კვადრატული კილომეტრი დაიპყრო.

ასეთ მონაცემს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ISW-ის შეფასებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 28 მარტამდე რუსულმა ძალებმა თითქმის 100 კვადრატული კილომეტრით მეტი ტერიტორია დაიკავეს, ვიდრე 2023 წლის ბოლო სამ თვეში.

პროგრესის ეს ტემპი შესაძლოა, გამოწვეული იყოს უკრაინის აღჭურვილობის ნაკლებობით და ზამთარში უფრო ხელსაყრელი ამინდის პირობებით.

„თუმცა, რუსული შეტევის ტემპის ეს უმნიშვნელო ზრდა არ ასახავს რუსეთის ოპერაციულ წარმატებას”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანალიტიკოსების აზრით, იარაღის ნაკლებობა უზღუდავს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეფექტური თავდაცვითი ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები