ოკუპანტების დარტყმის შედეგად, დნეპროპეტროვსკში ენერგეტიკული ობიექტებია დაზიანებული, არიან დაშავებულებიც
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონი დაბომბეს, რის შედეგადაც სამ რაიონში ენერგეტიკული ობიექტებია დაზიანებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო ადმინისტრაცია ავრცელებს.
დაზუსტებულია, რომ დაზიანებებია – დნეპრის, კრივი როჰისა და კამენსკის რაიონებში.
გარდა ამისა, ქალაქ კამენსკოეში რამდენიმე სახლი დაინგრა ან დაზიანდა, დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის, 5 წლის გოგონა. გოგონა მსუბუქად დაშავდა, ორი მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
რეგიონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ღამით 10 დრონი და 4 რაკეტაა ჩამოგდებული.
თავის მხრივ, “უკრენერგოში” განაცხადეს, რომ, რუსული თავდასხმის შემდეგ, დნეპროპეტროვსკის ოლქსა და ხარკოვში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებით ხდება.