“21 მაისის შემდეგ, ზელენსკის პრეზიდენტად აღიარება შესაძლოა, არც გახდეს საჭირო” – ლავროვი

საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 21 მაისს ვლადიმერ ზელენსკის უფლებამოსილების ვადის გასვლის კომენტირებისას განაცხადა, რომ შესაძლოა, აღარ იყოს საჭირო იმ დღეს მისი უკრაინის ლიდერად აღიარება.

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2024 წლის 31 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გამო გაუქმდა. თავად ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩევნები ახლა “არ არის დრო” და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა დაისვას. თავის მხრივ, უკრაინის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, მიკოლა აზაროვმა განაცხადა, რომ ზელენსკის უფლებამოსილება 21 მაისს ეწურება.

“რაც შეეხება 20 მაისს და რაც იქნება 21 მაისს, ვიცხოვროთ მანამდე. შესაძლოა, არაფრის აღიარება არ იყოს საჭირო”, – განაცხადა ლავროვმა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვასილი ნებენზის განცხადებების კომენტირებისას, რომ ზელენსკის ერთპიროვნული გადაწყვეტილება – არ ჩატარდეს საარჩევნო კამპანია, 21 მაისიდან არალეგიტიმური ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები