რუსული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 537 ბავშვი დაიღუპა.
შესაბამის სტატისტიკურ მონაცემს უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 1269-ზე მეტმა ბავშვმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო.
ყველაზე მეტი დაზარალებული ბავშვია დონეცკის რეგიონში – 524; ხარკოვის რეგიონში – 343; ხერსონში – 149; კიევში – 130; დნეპროპეტროვსკში – 125; მიკოლაევში – 103 და ზაპოროჟიეს რეგიონში – 100.