Politico: ევროკავშირი უკრაინას რუსული აქტივებიდან მიღებულ 5 მილიარდ ევროს არ გადასცემს

ევროკავშირმა გადაწყვიტა, არ გადაურიცხოს უკრაინას 2022-2023 წლებში გაყინული რუსული აქტივების ინვესტიციიდან მიღებული 5 მილიარდი ევროს შემოსავალი. ფული დარჩება ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარ Euroclear-ში, როგორც დაზღვევა მოსკოვის სარჩელებისგან.

ამის შესახებ Politico წერს.

გამოცემას ხელში ჩაუვარდა ევროკავშირის გამოუქვეყნებელი წინადადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თანხები გამოყენებული იქნება „უკრაინაში ომის გამო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარების მიერ გაწეული ხარჯების, რისკებისა და ზარალის დასაფარად“.

Politico წერს, რომ ამ იდეას უკრაინის ხელისუფლება ეწინააღმდეგება.

ევროკავშირის გეგმების მიხედვით, უკრაინის დასახმარებლად რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული სახსრების ინვესტიციებიდან შემოსავალი გადაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები