უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსი დანილოვი გაათავისუფლა.
ამავე დროს, პოსტზე უკვე დაინიშნა საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარე – ალექსანდრე ლიტვინენკო.
თავის მხრივ, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ოლეგ ივაშჩენკო გახდა.