“ეს დღე შესაძლოა, დადგეს” – კულება უკრაინაში დასავლური ჯარის გაგზავნაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინას თავის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განლაგება არ უთხოვია, მაგრამ „ეს დღე შესაძლოა, დადგეს“.

ამის შესახებ მან Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში „მოხარულები იყვნენ“, როდესაც დაინახეს, რომ ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჯარების განლაგების შესაძლებლობის “მიმართულებით მიდის”.

“მე კარგად მესმის, რომ ევროპელები არ არიან მიჩვეული ომის იდეას. მაგრამ ეს არის მსუბუქი აზროვნების შედეგი, რომლის დაშვებაც კი არ შეუძლიათ – არც საკუთარი თავისთვის და არც საკუთარი შვილებისთვის. უკრაინას გამარჯვება შეუძლია. მაგრამ თუ უკრაინა დამარცხდა, პუტინი არ გაჩერდება”, – თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები