“ყველამ, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს” – ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე დღევანდელ იერიშის გამოეხმაურა.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს.

„რუსმა ტერორისტებმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს კიევში. სამწუხაროდ, ტიპური ურბანული უბნის სახლები დაზიანდა. დაშავებულია 5 ადამიანი. ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს. ვიმეორებთ, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. ყველა ჩვენგანმა, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს“, – დაწერა მან X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები