კიევში დღევანდელი თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ კიევის დღევანდელი იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 10-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისი თქმით, პეჩერსკის რაიონში დაშავებულთა რიცხვი 10-მდეა გაზრდილი, ორი ჰოსპიტალიზებული იყო. სტაციონარში ამ დრომდე ერთი მოქალაქე რჩება.

მისივე თქმით, მაშველები შენობის ნანგრევების გაწმენდას განაგრძობენ.

პეჩერსკის რაიონში არასაცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

სოლომენსკის რაიონში ორი კერძო სახლი დაზიანდა, დაშავებულები არ არიან.

დარინიცკის რაიონში ნამსხვრევები კერძო შენობის ზონაში ჩამოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები