მედია: უკრაინის ჯარების თავდასხმის შედეგად, ყირიმში სადაზვერვო გემი – „ივან ხურსი“ დაზიანდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშს შედეგად, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის სადაზვერვო გემი – „ივან ხურსი“ დაზიანდა.
ამის შესახებ ASTRA წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ 23-24 მარტის ღამეს სევასტოპოლის მიმართულებით უკრაინის ჯარებმა 18 რაკეტა გაუშვეს, რუსებმა 11 მათგანის მოგერიება შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, გემს ერთდროულად ორი რაკეტა მოხვდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
“ივან ხურსი“-ზე პირველი იერიში 2023 წლის მაისში წყლისზედა დრონებით “მაგურას” გამოყენებით იქნა მიტანილი. მაშინ, რუსული სადაზვერვო ხომალდი მისიას ბოსფორის სრუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით 120 კილომეტრში ასრულებდა.