ოკუპანტებმა ოდესაში ორი ელექტროსადგური დაბომბეს, ქალაქს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება
რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ოდესა დაბომბეს.
დაზიანებულია ორი ელექტროსადგური, რის გამოც ქალაქს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
“უკრენერგოს” განცხადებაში ნათქვამია, რომ, დაზიანების გამო, ენერგეტიკოსები “იძულებულნი არიან, გაზარდონ მოხმარების შეზღუდვის პერიოდები. ეს აუცილებელია გადარჩენილი აღჭურვილობის გადატვირთვისგან დასაცავად, რამაც შესაძლოა, დამატებითი ტექნოლოგიური ზიანი გამოიწვიოს”.
ქსელზე დატვირთვის შესამცირებლად, დღეს ქალაქის ყველა ელექტროტრანსპორტი არ იმუშავებს, ასევე, შეიზღუდება სამრეწველო ელექტროენერგიის მოხმარება.
„მოვუწოდებთ მეწარმეებს, შეზღუდონ განათების გამოყენება ფასადებსა და აბრებზე, ხოლო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს – მორიგეობით გამოიყენონ ენერგოინტენსიური ტექნიკა, განსაკუთრებით, დილის და საღამოს პიკის საათებში“, – ნათქვამია განცხადებაში.