“ჩვენს შეცდომებს გამართლება არ აქვს”- ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის დღევანდელ დაბომბვაზე
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე ფართომასშტაბიანი იერიშის მიტანის შემდეგ დაწერა, რომ უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიაში დასავლეთი შეცდომებს უშვებს და ამას შესაძლოა, ჰქონდეს გავლენა იმაზე, თუ როგორ განვითარდება ისტორია.
ამის შესახებ მან X-ში დაწერა.
„იარაღის მიწოდება “გავგუდეთ”, ვერ შევძელით საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფა და ახლა ვთხოვთ უკრაინელებს უმოქმედოდ დააკვირდნენ, თუ როგორ ეცემა ფრთოსანი რაკეტები მათი ახლობლების თავზე. ასეთი შეცდომები მთელს საუკუნეს აყალიბებს და ამას გამართლება არ აქვს”, – დაწერა მინისტრმა.
ღამის იერიშის შემდეგ, უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა ქვეყნებს უკრაინის დაუყოვნებლივი დახმარებისკენ მოუწოდა.