“იწყებოდა, როგორც სამხედრო ოპერაცია, მაგრამ რუსეთი უკვე ომის მდგომარეობაშია” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ამჟამად საომარ მდგომარეობაშია.

ამის შესახებ მან “არგუმენტი ი ფაქტი”-ს უთხრა.

„რაზე საუბრობს პრეზიდენტი? ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ფედერალური სუბიექტი. და ჩვენთვის მთავარია ამ რეგიონებში ხალხის დაცვა და ამ რეგიონების ტერიტორიის გათავისუფლება, რომელიც ამჟამად კიევის რეჟიმის დე ფაქტო არის ოკუპირებული. ომის მდგომარეობაში ვართ. დიახ, ეს დაიწყო, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ იქ ჩამოყალიბდა ეს ჯგუფი, როდესაც უკრაინის მხარეს კოლექტიური დასავლეთი გახდა ამის მონაწილე, ჩვენთვის ეს უკვე ომი გახდა. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს ყველამ უნდა გაიგოს თავისი შიდა მობილიზაციისთვის“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები