“ყველაფერია შესაძლებელი” – ორბანი უკრაინაში ევროპული ჯარის გაგზავნაზე

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი არ გამორიცხავს, ​​რომ დასავლეთი 2-3 თვეში უკრაინაში ჯარების გაგზავნას გადაწყვეტს.

ამის შესახებ მან რადიოსადგურ Kossuth Rádió-ს განუცხადა.

„მახსოვს, როცა გერმანელებმა თქვეს, რომ არ არიან მზად, უკრაინაში სასიკვდილო იარაღი გაგზავნონ, ჯობს – აღჭურვილობა და ჩაფხუტები გავგზავნოთო. ახლა კი ამბობენ, რომ გერმანიამ უნდა გადასცეს უკრაინას ისეთი სარაკეტო სისტემები, რომლითაც შეიძლება მოსკოვზე დარტყმის მიყენება. ახლა საუბარია ნატოს ქვეყნების სამხედრო ინტერვენციაზე. თუ ისინი რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში შევლენ, მსოფლიო ომი მოახლოვდება“, – განაცხადა ორბანმა.

პოლიტიკოსის თქმით, ის, რაც ამჟამად აბსურდულად და ნაკლებად სავარაუდოდ ჩანს, ორ-სამ თვეში შესაძლოა, რეალობად იქცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები