“პუტინი ცდება, თუ ფიქრობს, რომ უკრაინის მხარდაჭერას ვერ შევძლებთ” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცდება, თუ ფიქრობს, რომ “ჩვენ ვერ შევძლებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება”.

ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ ძალიან მკაფიო სიგნალს ვაგზავნით: პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა, თუ ფიქრობს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ უკრაინის სასარგებლოდ გამოვიყენებთ გაყინულ რუსულ აქტივებს. ამ თანხიდან ევროკავშირმა, პირველ ყოვლისა, უნდა შეიძინოს იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინას ასე სჭირდება თავდაცვისთვის“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები