ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გაუგზავნის.

პეკური ვიზიტით კიევში იმყოფება და კოლეგა რუსტემ უმეროვს შეხვდა.

ახალი პაკეტი მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, გაზის ნიღბებს, სნაიპერულ აღჭურვილობას და მცირე კალიბრის საბრძოლო მასალას.

პევკურმა აღნიშნა, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უკრაინას, პირველ ყოვლისა,  საბრძოლო მასალა სჭირდება, საჰაერო თავდაცვის ყველა ელემენტი, ასევე, სათადარიგო ნაწილები და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები