“ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა” – როგორია პუტინის ომის ფასი ბელგოროდის და კურსკის მოსახლეობისთვის

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებზე თავდასხმები სულ უფრო და უფრო აჩენს კითხვებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ ომის გამო ხალხი ვლადიმერ პუტინს ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ Bloomberg-ის სტატიაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ბელგოროდისა და კურსკის რეგიონები დრონების და რაკეტების სამიზნე სულ უფრო ხდება, რადგან უკრაინა აწარმოებს კამპანიას, რომელიც მიმართულია ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო ობიექტების წინააღმდეგ, მათ შორის, ნავთობის ბაზების წინააღმდეგ, რომ მოხდეს რუსული მანქანის ჩამოშალა.

ეს დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრებას არღვევს, განსაკუთრებით – ბელგოროდში.

სტატიაში ნათქვამია, რომ “არჩევნებში გამარჯვების შემდეგ” პუტინი მზარდი ზეწოლის წინაშე დგას, გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა და საზღვრები. თავის მხრივ, უკრაინა იმუქრება კამპანიის გაძლიერებით, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის ინდუსტრიულ პოტენციალს და საზოგადოების მორალურ სულისკვეთებას.

”ჩვენი ცხოვრება შეიცვალა და ჯოჯოხეთად გადაიქცა”, – თქვა ბელგოროდის მკვიდრმა, 43 წლის მიხაილმა.

მისი თქმით, „ხალხს უკვე ეშინია და პანიკაა. ვისაც შეეძლო, ქალაქი დატოვა”.

თუმცა, მისი თქმით, თავდასხმების მიუხედავად, ქალაქის მაცხოვრებლების უმრავლესობა პუტინის მხარდაჭერას აგრძელებს.

”ჩემს მეგობრებში ომისა და პუტინისადმი დამოკიდებულება არ შეცვლილა,” – თქვა მან და დასძინა, რომ მათ ესმით, თუ ”ვინ დაიწყო ეს ყველაფერი და რომ ეს არის ამ ყველაფერზე პასუხი”.

კრემლთან დაახლოებულმა პირმა გამოცემას უთხრა, რომ ბელგოროდზე თავდასხმები რუსეთს აიძულებს, გადაისროლოს ძალები ფრონტის ხაზიდან.

მისი თქმით, „ომი რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები