“პუტინი უნდა დამარცხდეს, ეს არის დემოკრატიული სამყაროს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში უნდა დამარცხდეს, რადგან ეს არის დემოკრატიული სამყაროს სიცოცხლის და სიკვდილის საკითხი.

ამის შესახებ მან ტრადიციულ მიმართვაში თქვა.

მისი თქმით, როდესაც პუტინი დამარცხდება, დემოკრატიულ სამყაროს „მომავალი თაობებისთვის კარგი პერსპექტივა ექნება“.

„ჩვენ უნდა ვიყოთ გამძლეები სხვადასხვა გამოწვევასთან მიმართებით, ჩვენ უნდა ვიყოთ შორ მანძილზე მოქმედი, რომ მოვერიოთ პუტინს და არ ვიყოთ სიტუაციაში, როდესაც დასავლეთის სიძლიერის შესახებ ეჭვები ამ შეშლილს ხელს აძლევს“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს შეხვდა.

„ძალიან შინაარსიანი, ძალიან კონკრეტული საუბარი გვქონდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და ერთობლივი პოლიტიკური შედეგების შესახებ, რომელიც უნდა იყოს მიღწეული. მე მადლობელი ვარ ამერიკის, ჩვენი ერისა და ხალხის მხარდაჭერისთვის და, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ლიდერობა დარჩეს ძლიერი საერთაშორისო კანონის უზენაესობის დაცვაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები