გაერო: რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინულ იდენტობას სისტემატურად ახშობს

რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინული ენას, კულტურას და იდენტობას სისტემატურად ახშობს.

ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ რაიონებში სკოლები რუსულ სასწავლო გეგმაზე გადავიდნენ, ხოლო სასამართლოები რუსეთის ფედერაციის კანონებს იყენებენ.

დაბლოკილია უკრაინული მედია თუ სოციალური ქსელები, ტელევიზია და რადიო, მუშაობს მხოლოდ რუსული მედია. ამავდროულად, მოქალაქეები, რომლებიც უარს ამბობენ რუსეთის მოქალაქეობაზე, სამუშაოს დაკარგვის, ჯანდაცვის სისტემაზე წვდომისა და პენსიების დაკარგვის რისკის წინაშე დგებიან.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისში აცხადებენ, რომ ასეთი სტრატეგია ანადგურებს ადგილობრივ თემებს და მას მძიმე შედეგები მოაქვს უკრაინული საზოგადოებისთვის.

ამავე დროს, ანგარიშის ავტორები უკრაინასაც აკრიტიკებენ გათავისუფლებულ რაიონებში კოლაბორაციონიზმში ეჭვმიტანილი პირების დევნის გამო.

დოკუმენტის ავტორების თქმით, ამ ადამიანებს ხშირად სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ დათანხმებულიყვნენ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მუშაობაზე.

ასეთი პრაქტიკა იწვევს იმას, რომ ადამიანები ორჯერ მეტად იტანჯებიან და კიდევ უფრო ყოფს საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები