რას გულისხმობს მაკრონი უკრაინაში სამხედროების გაგზავნაში – კულებას განმარტება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განმარტებით, უკრაინაში სამხედროების გაგზავნაში საფრანგეთის პრეზიდენტი  ინსტრუქტორების გაგზავნას გულისხმობს.

ამის შესახებ La Stampa წერს.

“როდესაც მაკრონმა უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე​ დაიწყო ლაპარაკი, ევროპელი ლიდერები პანიკაში ჩავარდნენ. მაკრონი მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ არსებობს შესაძლებლობა,  უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება პირდაპირ უკრაინაში მოხდეს და არა მის ფარგლებს გარეთ, როგორც ეს ამჟამად ხდება”,- თქვა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ კიევს არასოდეს მოუთხოვია დასავლეთისთვის სამხედრო პერსონალის გაგზავნა.

ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინის არმიას საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა, დრონები და შორი დისტანციური რაკეტები სჭირდება, რომ მოხდეს “ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ლოჯისტიკისა და სარდლობის განადგურება”, ასევე, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მიტანა.

„არავის უნდა მშვიდობა ისე, როგორც ჩვენ, მაგრამ ჩვენ არავის ვესხმით და თავდაცვის გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს“, – ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები