როტერდამის პორტში 250 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს
ნიდერლანდელმა მებაჟეებმა როტერდამის პორტში 250 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების პროკურატურა ავრცელებს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება ყურძნის ტვირთს შორის იყო გადამალული.
ამოღებული კოკაინის ღირებულება 18 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს.
კონტეინერი პორტში ჩილედან ჩავიდა და ქალაქ რიდერკერკში მდებარე კომპანიისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, როგორც ირკვევა, კომპანიას ტვირთთან კავშირი არ აქვს.
ძალოვანებმა ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, გამოძიება კი გრძელდება.