რუსეთი იაპონიას ემუქრება

რუსეთი ემუქრება იაპონიას, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს Patriot-ისთვის რაკეტებს გადასცემს, ამ ქმედებას შედეგი მოჰყვება. რუსეთში ფიქრობენ, რომ ეს რაკეტები, შემდგომ უკრაინაში მოხვდება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მესამე დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი ჟოსკტიმ განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი განიხილავს ამგვარ „დახმარებას უკრაინის შეიარაღებული ძალების იარაღით შემდგომ მომარაგებად“, როგორც “ტოკიოს თანამონაწილეობას კიევის დანაშაულებრივ ქმედებებში“.

ჟოსტკის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის მიმართულებით მომუშავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი „უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარების დეტალური განხილვისთვის“ დაიბარეს, თუმცა, ამ საუბრის შინაარსი უცნობია.

2023 წლის დეკემბერში იაპონიამ ეროვნული თავდაცვის ექსპორტის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნული შესაძლებელს ხდის, შეერთებულ შტატებში “პატრიოტის” სისტემისთვის რამდენიმე ათეული რაკეტა გაიგზავნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები