გაგაუზიის ხელმძღვანელი მოლდოვის შემადგენლობიდან ავტონომიის გასვლას არ განიხილავს
გაგაუზიის ხელმძღვანელი (ბაშკანი), ევგენია გუცული აცხადებს, რომ მოლდოვის შემადგენლობიდან ავტონომიის გასვლის საკითხს არ განიხილავს.
ამის შესახებ მან “იზვესტია”-სთან საუბარში თქვა.
“ჩვენ ამას არ განვიხილავთ, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გვინდა – ვიცხოვროთ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ, გაგაუზები მოლდოვას სამშობლოდ მივიჩნევთ და ერთადერთი, რაც გვინდა, არის, რომ ამოქმედდეს კანონი გაგაუზიის სპეციალური სამართლებრივი სტატუსის შესახებ და დაცული იყოს ყველა მიღებული კანონი. რა თქმა უნდა, კიშინიოვსა და ავტონომიას შორის ყველა გაუგებრობა შეჩერდება და დავიწყებას მიეცა. დიდი იმედი მაქვს, რომ არ შეიქმნება მოლდოვადან გაგაუზიის გამოყოფის წინაპირობა. ჩვენ ყოველთვის ვართ დიალოგის მომხრე, ყოველთვის ვცდილობდით – გადაგვედგა პირველი ნაბიჯი მმართველი პარტიისკენ, სანდუსკენ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ”, – თქვა მან.