გაეროს უმაღლესი კომისარი: ისრაელის მიერ ღაზისთვის დახმარების შეზღუდვა შესაძლოა, შიმშილთან დაკავშირებული ომის დანაშაული იყოს

UN High Commissioner for Human Rights Volker Turk addresses a press conference in Geneva, on December 6, 2023. (Photo by Fabrice COFFRINI / AFP) (Photo by FABRICE COFFRINI/AFP via Getty Images)

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდების მუდმივი შეზღუდვა შეიძლება შიმშილთან დაკავშირებული ომის დანაშაული იყოს.

„ისრაელის მიერ ღაზაში დახმარების მიწოდებაზე შეზღუდვების დაწესების მასშტაბი, ისევე როგორც ის, თუ როგორ აგრძელებს ისრაელი საომარი მოქმედებების წარმოებას, შეიძლება შეადგენდეს შიმშილის გამოყენებას, როგორც ომის მეთოდს, რაც ომის დანაშაულია“, – აღნიშნა ვოლკერ ტურკმა.

ამასთან, ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის თქმით, სამედიცინო და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები