„მარგველაშვილის გასაპიარებლად მიშამ, გვარამიამ და ნადირაშვილმა მოიფიქრეს, რომ მაკა ჩიჩუა ჩასვან „იქს ფაქტორის“ წევრად“

ექსპრეზიდენ მიხილ სააკაშვილის დავალებით დეპუტატი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პიარღონისძიებებში ჩაერთო. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „ალია“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, პრეზიდენტის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას „რუსთავი 2“-ის რომელიმე მუსიკალურ შოუში ვიხილავთ, ხოლო შვილს – ანა მარგველაშვილს შესაძლოა, საავტორო გადაცემა ჰქონდეს.
„მოგეხსენებათ, ნადირაშვილი თავის დროზე მიშა სააკაშვილის პიარი და მისი დავალებების უსიტყვო შემსრულებელი იყო, ის უზრუნველყოფდა მიშას საპიარო თემების გაშუქებას სხვადასხვა ტელეკომპანიაში -„რუსთავი 2“-ში, „იმედში“ და ასე შემდეგ. მიშას დავალებით, ირმა ნადირაშვილი ჩაერთო მარგველაშვილის გასაპიარებელ ღონისძიებებში. მის გასაპიარებლად მიშამ, ნიკა გვარამიამ და ირმა ნადირაშვილმა მოიფიქრეს, რომ მარგველაშვილის ცოლი, მაკა ჩიჩუა ჩასვან „რუსთავი 2“-ის რომელიმე მუსიკალური შოუს, მაგალითად, „იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრად, ასევე აპირებენ ანა მარგველაშვილისთვის, ანუ პრეზიდენტის ქალიშვილისთვის გააკეთონ სპეციალური საავტორო გადაცემა. არ ვიცი ანას რა შეუძლია, მაგრამ რომელიმე გადაცემას მოარგებენ, ის თავისუფალი ქცევითა და არაორდინალურობით გამოირჩევა“, – აცხადებს წყარო. „ალიასთან“ საუბარში დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა აღნიშული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები