ქუთაისში ავტომობილი ბებიას და შვილიშვილს დაეჯახა. შემთხვევა მე-14 სკოლის წინ მოხდა.
ისინი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.