სოფელ თამარაშენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ თამარაშენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ თამარაშენში შიდა საუბნო გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 800 მეტრამდე ასფალტობეტონის საფარის, ეზოში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.
სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის №509, 2026 წლის 10 მარტის ,,გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” განკარგულებისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
პროექტს ახორციელებს შპს „ჰედეფ ჯორჯია“,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები