გორგი აბაშიშვილი: ყველა ფუნდამენტური ფაქტორი ქვეყანაში არის გაუმჯობესებული

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ვალუტის გამყარების განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრობს.

როგორც ის აღნიშნავს, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი გაუმჯობესებულია.

„ყველა ფუნდამენტური ფაქტორი ქვეყანაში არის გაუმჯობესებული. ეს არის შემოსავლები ტურიზმიდან, წმინდა ექსპორტი ანუ საექსპორტო შემოსავლები, გადმორიცხვები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. როდესაც ოთხი ფუნდამენტური ფაქტორი ქვეყანაში უმჯობესდება და ამ გაუმჯობესების ტრენდი არის აღმავალი და მზარდი, ცხადია, ეს ავტომატურად გულისხმობს ეროვნული ვალუტის გამყარებას. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის, ისევე, როგორც საინვესტიციო მოლოდინები არის პოზიტიური. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოდ, დღეს დაფიქსირებული მაჩვენებლის ირგვლივ, +-2 პუნქტის ფარგლებში, ეროვნული ვალუტის კურსი იტრიალებს დეკემბრის ბოლომდე“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები