93 წლის ასაკში პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა. ინფორმაციას თსუ ფილოლოგთა კლუბი ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ 93 წლის ასაკში გარდაიცვალა თანამედროვეობის დიდი პოეტი, სახელოვანი უნივერსიტეტელი – ტარიელ ჭანტურია“, – წერია ინფორმაციაში.