ქარელის მერია: სოფელ ახალსოფლის დევნილთა ჩასახლებაში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ ახალსოფლის დევნილთა ჩასახლებაში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ ახალსოფლის დევნილთა ჩასახლებაში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება სტადიონის შემოღობვა ლითონის კუთხოვანებში კონვერტირებული მავთულბადით. მოეწყობა ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარი და გარეგანათება.
ამ ეტაპზე მოწყობილია საძირკველი, ზეძირკველი, საყრდენი ბოძები და მიმდინარეობს შემოღობვის სამუშაოები მავთულბადის კონსტრუქციით.
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს ი.მ ,,პაატა ხაჭაპურიძე”,- წერია ინფორმაციაში.