ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ფუჯიანის პროვინციის ქალაქ ჯინჯიანში მდებარე მრავალსართულიან ფეხსაცმლის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს ქარხანაში 239 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 213-ის ევაკუაცია მოხერხდა. თავდაპირველად 26 ადამიანი დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ ისინი დაღუპულად გამოცხადდნენ. კიდევ ორი დაშავებული საავადმყოფოში მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა ფეხსაცმლის წარმოებაში გამოყენებული ადვილად აალებადი მასალების გამო.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მომხდარის საფუძვლიანი გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქარხნის მფლობელი და რამდენიმე პასუხისმგებელი პირი უკვე დაკავებულია, ხოლო ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.