თენგიზ შარმანაშვილი – ნიკა გვარამიას განცხადებაზე: არ სჭირდებათ მათ არავითარი მხილება, თვითონვე ამხელენ თავიანთი ლოზუნგებითა და გამონათქვამებით თავს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“.

„მათ მიაჩნიათ, რომ არიან უცხო ქვეყნის დაკვეთის შემსრულებლები, რომლებიც ძირითად საქმიანობას თავის თავზე იღებენ და სანქციებს განუწესებენ საქართველოს, ხოლო ესენი აქედან აქციებით შეამაგრებენ, ანუ კოორდინირებულად იმოქმედებენ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ეს სლოგანად გამოაქვთ და ხმამაღლა საუბრობენ. აი, ამნაირ ადამიანებთან გვაქვს საქმე. არ სჭირდებათ მათ არავითარი მხილება, თვითონვე ამხელენ თავისი ლოზუნგებითა და გამონათქვამებით თავის თავს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები