ქარელის მერია: სოფელ ხეობაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ხეობაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ ხეობაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ჭაბურღილის, სასმელი წყლის რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა.
სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
პროექტს ახორციელებს შპს „ნიუ კომუნალ სერვისი“,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები