ოკუპანტებმა ხერსონში ხუთსართულიანი კორპუსი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ღამით ხერსონის ერთ-ერთი რაიონი დაბომბეს.
როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, იერიშის შედეგად, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინების აივნებსა და ოთახებში ხანძარი გაჩნდა.
თუმცა, ხანძრის ლიკვიდირება “სწრაფად მოხერხდა”.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.