უკრაინა “გაზპრომთან” შეთანხმების გახანგრძლივებას არ აპირებს

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ კიევი “გაზპრომთან” რაიმე დამატებითი ხელშეკრულებების დადებას ან გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმების გახანგრძლივებას არ აპირებს.

ამის შესახებ მან უკრაინის მაუწყებლის ეთერში თქვა.

ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბერს იწურება.

მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემამ, მათ შორის, გაზის მიწისქვეშა მარაგების სისტემამ გასულ წელს „სტრეს-ტესტი“ გაიარა და მზად არის, იმუშაოს რუსეთიდან გაზის ტრანზიტის გარეშე.

ამავე დროს, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა არ განმარტა, შესაძლებელი იქნება თუ არა რუსეთიდან გაზის ტრანსპორტირების გაგრძელება „გაზპრომთან“ ხელშეკრულებების გვერდის ავლით, მაგრამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს რუსული გაზისთვის სწრაფად უარის თქმის წარმატებული გამოცდილება აქვთ.

„არსებობს ევროკავშირის ინიციატივა – RepowerEU, რომელიც ითვალისწინებს, რომ 2027 წლისთვის ევროპის ქვეყნები რუსულ გაზზე იტყვიან უარს, არა მხოლოდ მილსადენით გატარებულ გაზზე, არამედ – ყველა გაზზე”, – თქვა გალუშჩენკომ.

ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღეს ბაზარზე რუსული გაზის საკმარისი ალტერნატივაა და ევროპის რიგმა ქვეყანა ამ გზას უკვე დაადგა.

მისი თქმით, უკრაინა აქტიურად აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას, მათ შორის, გაზის შიდა მოპოვების გაზრდის გზით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები