ბაიდენი – ტრამპზე: ერთი კანდიდატი ძალიან მოხუცი და ფსიქიკურად უვარგისია, მეორე მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იხუმრა თავის საპრეზიდენტო კონკურენტზე ვაშინგტონში, Gridiron Club-ში ყოველწლიურ ვახშამზე გამოსვლისას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Reuters ავრცელებს.
ბაიდენი 650-ზე მეტი სტუმარის წინაშე გამოვიდა სიტყვით, მათ შორის იყვნენ ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი, Amazon-ის დამფუძნებელი და „ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელი ჯეფ ბეზოსი და TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი ზი ჩუ შოუ.
„ერთი კანდიდატი ძალიან მოხუცი და ფსიქიკურად შეუფერებელია პრეზიდენტობისთვის. მეორე მე ვარ”, – განაცხადა ბაიდენმა.