ისლანდიაში ვულკანი დეკემბრის შემდეგ მეოთხედ ამოიფრქვა

ისლანდიაში ვულკანი დეკემბრის შემდეგ მეოთხედ ამოიფრქვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტი ავრცელებს.

ისლანდიის პოლიციამ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ გააფრთხილა მოსახლეობა მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ. ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა მეთევზეთა დასახლება გრინდავიკისკენ მიედინება, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ასევე, კვლავ დაიხურა ისლანდიაში ცნობილი თერმული სპა „ცისფერი ლაგუნა“, რომელი ვულკანის მახლობლად მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები