Business Insider: გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა მთავრობისთვის მოამზადეს ანალიზი, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან, რუსეთს შეუძლია იერიში ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მიიტანოს

გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა მთავრობისთვის მოამზადეს რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ანალიზი, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან რუსეთს შეუძლია იერიში ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მიიტანოს. ამის შესახებ გამოცემა Business Insider-ი წერს.

ანალიზის მიხედვით, მოსკოვი ემზადება დასავლეთთან ფართო მასშტაბიანი კონფლიქტისთვის, რაზედაც მიუთითებს რუსული არმიის რეორგანიზაცია, ჯარების გადაადგილება და რაკეტების განლაგება ქვეყნის დასავლეთით, ასევე, იარაღის წარმოების ზრდა.

რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შემდგომი 5-8 წლის განმავლობაში რუსეთი შესაძლოა ნატოს ქვეყნებსაც დაესხას თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები