რუსეთის სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დრონებით დაესხნენ
რუსეთის სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დრონებით დაესხნენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სამარის ოლქის გუბერნატორი ავრცელებს.
სამარის ოლქის გუბერნატორის ცნობით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 500 კვადრატულ მეტრი ფართობი მოიცვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა სამარის დროით დილის 6 საათზე მოხდა.