ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ბანდიტი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ირლანდიას როგორც უკრაინისთვის, ასევე ღაზის სექტორისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

„მე მადლობელი ვარ ირლანდიის მუდმივი ჰუმანიტარული დახმარებისთვის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ღაზას ხალხის მიმართაც. მზად ვარ გავაგრძელო წვლილის შეტანა. მჯერა კონგრესის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა შეიტანოს თავისი წვლილი და განაგრძოს ამ ოთახში ყველა წევრის მოწოდება, წინ აღუდგეს ვლადიმერ პუტინს. ის ბანდიტია, ბანდიტი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები