ოდესაში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური Telegram-ზე იუწყება.
„ოდესაზე მტრის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო ინფორმაციით, ოკუპანტების იერიშის შედეგად დაშავებულია 73 ადამიანი.
დაღუპულთა და დაშავებულთა შორისაა ადგილობრივი მოსახლეობა, მედიკოსები და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები.