გაეროს კომისია: მტკიცდება, რომ რუსები სისტემატიურად აწამებდნენ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს

რუსეთი სისტემატურად აწამებდა უკრაინელ სამხედრო ტყვეებს, – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთან მოქმედი საერთაშორისო კომისია საუბრობს, რომელიც უკრაინაში მომხდარ დარღვევებს იძიებს.

გაეროს საგამოძიებო კომისიამ უკრაინასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეგროვებულია უფრო მეტი მტკიცებულება იმისა, რომ რუსები უკრაინელ ტყვეებს სასტიკად აწამებდნენ.

„მსხვერპლთა ანგარიშები ასახავს დაუნდობელ სასტიკ მოპყრობას, რომელიც იწვევს მძიმე ტკივილს და ტანჯვას ხანგრძლივი პატიმრობის დროს და ადამიანის ღირსების სრულ უგულებელყოფას”, – განუცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ერიკ მოსემ ჟენევაში ჟურნალისტებს.

აღნიშნული ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 47 წევრს წარედგინა. საბჭო მიმდინარე სესიაზე გადაწყვეტს, განაახლებს თუ არა კომისიის მანდატს კიდევ ერთი წლით. რუსეთი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები