ბჟანიამ რუსეთის არჩევნებში ხმა ვადაზე ადრე მისცა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა ვადაზე ადრე მიიღო.
საარჩევნო უბანი სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოს ტერიტორიაზეა მოწყობილი.
“რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, 17 საათზე რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთში 15, 16 და 17 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.