რუსებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 20 ადამიანი

უკრაინის სამხრეთ ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ოდესის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ კიპერი იუწყება.

„მძიმე დაშავებულები არიან მედიკოსებსა და მაშველებს შორისაც. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზუსტდება“, – განაცხადა გუბერნატორმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაშავდა 20 ადამიანი, მათგან ხუთი – მაშველი.

როგორც მედია წერს, დაღუპულია მედდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დასახმარებლად გამოცხადდა.

მათივე ინფორმაციით, პირველი დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, მეორე დარტყმა კი მაშინ განხორციელდა, როდესაც მეხანძრე-მაშველები მის ჩაქრობას ცდილობდნენ, რის შედეგადაც მაშველები დაიღუპნენ და დაშავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები