უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27-ვე დრონი გაანადგურეს
რუსმა სამხედროებმა წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის 27 დრონით შეუტიეს, თუმცა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა დრონები ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან, კრასნოდარის მხარედან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს.
საჰაერო ძალებში განმარტავენ, რომ 15 მარტის ღამეს ოკუპანტებმა ხარკოვისა და დონეცკის ოლქებს S-300/S-400 ტიპის 7 საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს, პოლტავის ოლქს – X-59 მართვადი რაკეტით და უკრაინის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილს Shahed-ის ტიპის 27 უპილოტო საფრენი აპარატით.
უკრაინელებმა დრონები კიროვოგრადის, კიევის, ვინიცის, ხმელნიცკის, მიკოლაივის, ხერსონის და ხარკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.