ბუნდესტაგმა დღევანდელ კენჭისყრაზე უკრაინისთვის Taurus-ის გადაცემას მხარი ისევ არ დაუჭირა
გერმანიის ბუნდესტაგმა ოპოზიციური ბლოკის მიერ შეთავაზებული ინიციატივა კვლავ უარყო, რომელიც უკრაინისთვის შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტების Taurus-ის გადაცემას გულისხმობდა.
ამის შესახებ Bild-ი წერს.
შესაბამის გადაწყვეტილებას მხოლოდ 190-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 495 წინააღმდეგია.
უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდების საკითხი კენჭისყრაზე ოპოზიციურმა ფრაქციამ CDU/CSU-მა დააყენა.