“ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში მათი ქვეყნის წევრობას” – სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს იმას, რომ მათი ქვეყანა ალიანსის წევრია.

ამის შესახებ მან წლიური ანგარიშის წარდგენის დროს თქვა.

მისი თქმით, ნატოს დაკვეთით ყველა წევრ ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა ალიანსის მიმართ საზოგადოების მაღალი და ცალსახა მხარდაჭერა.

„მაგალითად, შეერთებულ შტატებში ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ ხმას მხოლოდ 13% დაუჭერდა მხარს. ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“, – დასძინა გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები